„ყოველი მზეზე გასვლა მისთვის ტკივილის მომტანი იქნება“ - მოდელი, რომელსაც კაცზე ეჭვიანობის გამო ქალმა სახეზე მჟავა შეასხა - რას ამბობენ ექიმები იოანა პალიოსპირუს მდგომარეობაზე - Marao

„ყოველი მზეზე გასვლა მისთვის ტკივილის მომტანი იქნება“ - მოდელი, რომელსაც კაცზე ეჭვიანობის გამო ქალმა სახეზე მჟავა შეასხა - რას ამბობენ ექიმები იოანა პალიოსპირუს მდგომარეობაზე

2021-10-08 13:22:19+04:00


34 წლის მოდელის, იოანა პალიოსპურის ცხოვრება 2020 წლის 20 მაისს შეიცვალა, როცა მას, ეჭვიანობისა და შურის ნიადაგზე, უცნობმა ქალმა სახეში მჟავა შეასხა. შემთხვევა იონას სამსახურთან მოხდა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი, 36 წლის ეფი, მოდელს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა. ეფი გასული წლის ივნისში დააკავეს.

იოანა პალიოსპირუს ამ ხნის მანძილზე უამრავი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა წინ რეაბილიტაციის გრძელი გზა აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, მოდელი ვეღარასდროს შეძლებს, დაიბრუნოს ისეთი სახე, როგორიც ჰქონდა და მისი კანი ყოველთვის მგრძნობიარე იქნება: „პირველი რამდენიმე დღის მანძილზე რთული მდგომარეობა იყო და საკმაოდ დიდი ხანი არ შეეძლო, რომ საკუთარი თავისთვის შეეხედა. პირველი კადრების სიმძიმე რთული აღსაწერია სიტყვებით. ის არის მიზნობრივი ძალადობის მსხვერპლი. მას ექნება სერიოზული ტკივილები ყოველი ოპერაციის შემდეგ და ამას გარდა, ყოველი მისი მზეზე გასვლა იქნება ტკივილის მომტანი. როდესაც იოანა მივიღეთ და საოპერაციოში შევიყვანეთ, არ ვიცოდით, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. მჟავა იმდენად ღრმად ჩადის სხეულში, რომ თავისუფლად შეუძლია დაწვას ძვლები და კუნთები. როდესაც ოპერაციას ვუკეთებდი, სისხლძარღვთა ქირურგის აგილზე მიყვანაც მოვითხოვე, რადგან არ შემეძლო სისხლდენის შეჩერება” - ამბობს პლასტიკური ქირურგი, მარია კალოფონუ.

გასულ თვეში ბრალდებული და დაზარალებული პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სასამართლოში: „მინდა, დავიბრუნო ჩემი ცხოვრება, შევძლო, რომ ბედნიერი ვიყო და სიმშვიდისთვის მჭირდება, ვიცოდე, რომ ქალი, რომელმაც ზიანი მომაყენა, საკანშია და სასჯელს იხდის. როცა მე საავადმყოფოში ვიყავი, ის ჩემი მოკვლის სხვა გზებს ეძებდა. მისი ძალიან მეშინია და არ ვიცი, რა გზით უნდა მივაღწიო სრულ სიმშვიდეს“ - ამბობს მოდელი.