„იშვიათი დაავადების ნიშანი ცემის კვალი ეგონათ“ - როგორ წაართვეს ნაშვილები ბავშვი დედას - Marao

„იშვიათი დაავადების ნიშანი ცემის კვალი ეგონათ“ - როგორ წაართვეს ნაშვილები ბავშვი დედას

2021-10-08 15:17:11+04:00


ყოველდღიურად სოციალურ ქსელსა და ბეჭდურ მედიაში არაერთი ისტორია ქვეყნდება, რომლებიც ბავშვების უფლებების დარღვევისა და მათდამი არაადამინური მოპყრობის ფაქტებს ამხელს. ერთ-ერთი მომხმარებელის ამბავი კი უჩვეულო და დაუჯერებელი სცენარით გამოირჩევა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მიმდინარე წლის იანვარში ლარისამ მიიღო ზარი პანსიონიდან, სადაც მისი 12 წლის ნაშვილები შვილი იგორი სწავლობს. საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა სთხოვეს დაუყოვნებლივ მოსვლა, რადგან მისი შვილი გამოჩნდა სკოლის კედლებში, საშინელი სისხლჩაქცევებით. დედას აუხსნეს, რომ მეურვეობის ორგანოები უკვე დაინტერესდნენ მისი არასრულწლოვანი შვილების აღზრდის მეთოდებით და მოითხოვეს მასთან პირადად შეხვედრა. „სკოლიდან დამირეკეს. აღმოჩნდა, რომ მათ ჩემს შვილს ფოტო გადაუღეს საცვლების ამარა და ეს ფოტო მაჩვენეს. მას მუხლებზე აქვს მუქი ლაქები, რომლებიც სისხლჩაქცევებს ჰგავს” - თქვა ლარისამ.

თითქმის რვა თვეა, ლარისა პროფესიით მასწავლებელი, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მას არასდროს უცემია შვილები. მან მიიტანა ექიმის დასკვნა, სადაც წერია, რომ მის შვილს, იგორს იშვიათი დაავადება, მარმარილოს კანის სინდრომი აქვს, რაც ერთი უბრალო შეხებითაც კი სისხლჩაქცევების გაჩენას იწვევს. მიუხედავად ამისა, ბავშვები თავშესაფარში გადაიყვანეს.

იგორი და ალინა ბიოლოგიური დედისგან მაშინ წაიყვანეს, როცა ისინი ერთი წლისანი იყვნენ, ხოლო ლარისამ ტყუპები ხუთი წლის წინ იშვილა. პირველმა ოჯახმა, რომელმაც ბავშვები იშვილა, ისინი თავსესაფარში დააბრუნეს, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული. და -ძმა უჩვეულო დიაგნოზებით დაიბადა. ეგორს აქვს გონებრივი ჩამორჩენა, ხოლო ალინას - ფსიქიკური პრობლემები. ლარისა მრავალშვილიანი დედაა და ცდილობს, იგორი და ალინა თავის ბიოლოგიურ შვილებთან დააბრუნოს, ის მზადაა, იზრუნოს მათზე და ხელი შეუწყოს განვითარებაში, თუმცა ჯერ ვერ მოახერხა, დაემტკიცებინა, რომ ის მოძალადე არ არის.