ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნაგრევებთან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ფოტოებს "ბათუმელები" ავრცელებს.
მოქალაქეები შემთხვევის ადგილას მიდიან და ღობესთან თაიგულებს და სათამაშოებს ტოვებენ.
მაშველები ჯერ ისევ მუშაობენ და ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
ნობისთვის, კორპუსის ნანგრევებში 3 ბავშვი დაიღუპა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.