დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ.
ამჯერად ნინა ზარქუა კადრებს შვილის დაბადების დღიდან აქვეყნებს: „ანანო 13 წლის“ - წერს ის „ინსტაგრამზე“. როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვანი დღე ანა ამისულაშვილმა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად აღნიშნა და დრო სასიამოვნოდ გაატარა: „რა მაგარი ვიდეოა“, „გილოცავთ“, „სულ ბედნიერები იყავით“ - წერენ კომენტარებში.