შემოდგომა განსაკუთრებულად საყვარელი სეზონია - გრილი ამინდი, გაცილებით სუფთა ჰაერი და ჭრელი ბუნება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ დროს ყველაფერი ბევრად მყუდროა. ფერადი სეზონი სიღრმისეულად რომ შეიგრძნოთ, ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, რომლებიც შემოდგომას ასეთ იდეალურს ხდის.
გთავაზობთ 10 ნივთს, რომლებსაც „გორგიაში“ შემოდგომაზე ყველაზე დაბალ ფასად შეიძენთ და რომლებიც თქვენს ყოველდღიურობაში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შემოიტანს.
არაფერი ისე არ უხდება შემოდგომას, როგორც არომატული გლინტვეინი, რომელიც ცივ ამინდში გაგათბობს. წითელი ღვინის, ციტრუსისა და სანელებლების მიქსი ყველაზე მოსაწყენ დღესაც კი გაგიხალისებთ. თუ სამსახურში დატვირთული დღე გქონდათ, ბევრი დრო დაკარგეთ საცობში მოხვედრილმა ან ყოფილმა სოციალურ ქსელში ახალ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, თქვენს დღეს ღვთაებრივი სასმელი გადაარჩენს. მოამზადეთ გლინტვეინი და აუცილებლად იფიქრეთ ესთეტიკურ მხარეზეც. გაითვალისწინეთ, რომ გლინტვეინს მინის სახელურიანი ჭიქა განსაკუთრებით უხდება!
შემოდგომა სწორედ ის სეზონია, როცა ყველაზე მეტად გვინდება, ოჯახის წევრებს ერთ მაგიდასთან მოვუყაროთ თავი და ჩაითა თუ გემრიელი კექსით გავუმასპინძლდეთ. ანდაც დავპატიჟოთ ახალგაცნობილი სასიამოვნო ადამიანი, რომელიც ძალიან მოგვწონს და სასიამოვნო საღამო გავატაროთ. კექსი ძალიან მარტივად მოსამზადებელი დესერტია და განსაკუთრებული კულინარიული უნარები ნამდვილად არ სჭირდება. მთავარია, გქონდეთ კარგი რეცეპტი, რამდენიმე ინგრედიენტი და კექსის სპეციალური საცხობი ფორმა.
დასვენების დღეებში, როცა გარეთ წვიმს ან ქარია, სიმყუდროვის შესაქმნელად სრულიად საკმარისია, ჩართოთ საინტერესო ფილმი, კუბოკრული პლედი შემოიხვიოთ და გვერდით ცხელი შოკოლადი მოიდგათ. გაითვალისწინეთ, პლედში გახვევა საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრად სასიამოვნოა.
გლინტვეინი, კექსი, პლედი... ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ბუხარი იდეალური იქნებოდა! არ გაქვთ სახლში ბუხარი? - მაშინ აანთეთ მინის ჭიქებში მოთავსებული სურნელოვანი სანთლები, რომლებიც სიმყუდროვესთან ერთად, რომანტიკულ განწყობასაც შეგიქმნით და შოკოლადისა და კარამელის სურნელით აავსებს ოთახს.
სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სითბოა. თუ ცენტრალური გათბობა ან ბუხარი არ გაქვთ, ელექტროგამათბობელი და კონვექტორი ის აუცილებელი ნივთებია, რომლებიც შემოდგომაზე უნდა შეიძინოთ. მათი საშუალებით სახლის ყველაზე ცივ კუნჭულებსაც კი სრულყოფილად გაათბობთ.
ყურძენი, ბროწეული, კარალიოკი, კომში, მანდარინი, მსხალი, ვაშლი - ვიტამინებით მდიდარი სეზონური ხილი დაწნულ კალათში მოათავსეთ და მაგიდაზე დადეთ. ეს დეტალი სტუმრების თვალში გემოვნებიან ადამიანად წარმოგაჩენთ.