თაკო კორინთელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან გახდა“, სადაც მან ბარბარეს როლი მოირგო და მაყურებლისთვის თავის შეყვარებაც ძალიან მალე შეძლო. მას შემდეგ მისი კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ თაკო კორინთელი დაინიშნა. მისი რჩეული ექიმი ლევან ნარეშელია. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და თაკოს მომავალი მეუღლე წლების წინ მოსწონდა კიდეც, თუმცა ამის შესახებ მეგობრების გარდა არავისთვის უთქვამს. რამდენიმე წლის წინ მათი გზები პროფესიული საქმინობის გამო გადაიკვეთა, დაახლოებიდან 9 თვის თავზე ლევანმა თაკოს ხელიც სთხოვა და მათ ოფიციალურადაც იქორწინეს. ამჯერად თაკო კორინთელი ემოციურ წერილს სწორედ მეუღლეს, ლევან ნარეშელს უძღვნის: „დღეს ჩემი ქმრის, ჩემი სიყვარულის, ჩემი საუკეთესო მეგობრის, საუკეთესო ბიჭის დაბადების დღეა! ბედნიერი ვარ რომ მყავხარ, მიყვარხარ და ყველაფერი საუკეთესო მინდა შენთვის, ჩემო დღესასწაულო” - წერს ის.