„ჩვენი სიყვარულის ისტორია“ - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებენ - Marao

„ჩვენი სიყვარულის ისტორია“ - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებენ

2021-10-18 13:14:18+04:00

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა“ და“ტიკ-ტოკზე“ ხშირად აზიარებენ და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკასა და ბერას შვილი, ბერუკა ივანიშვილი.

ამჯერად ბერა და ნანუკა „ტიკტოკზე“ ახალ ვიდეოს აქვეყნებენ: „ჩვენი სიყვარულის ისტორია“ - წერს წყვილი. ვიდეომ, როგორც ყოველთვის დიდი მოწონება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ყველაზე ლამაზი წყვილი“, „თითქოს ფილმს ვუყურებ, რა საოცარი კადრებია“, „მისაბაძი ოჯახი“ - წერენ კომენტარებში.