როგორ გამოიყურება ჯანეტ ქერდიყოშვილი მაკიაჟისა და ფილტრის გარეშე - მოდელი ახალ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

როგორ გამოიყურება ჯანეტ ქერდიყოშვილი მაკიაჟისა და ფილტრის გარეშე - მოდელი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

2021-10-19 10:40:56+04:00


ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი ქალიშვილი ანნა იმსახურებს, რომელსაც საზოგადოების ნაწილი დედას, ნაწილი კი მამას ამსგავსებს.

ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი „ინსტაგრამზე“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს. „მაკიაჟიასა და ფილტრის გარეშე“ - წერს მოდელი. მიუხედავად ამისა, მისი ვიდეო გამომწერებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს. „მის საქართველო 2011“ მაკიაჟით თუ მის გარეშე შესანიშნავად გამოიყურება და ყოველთვის იდეალურ ფორმაშია.