„ორი ადამიანი ასე უხდებოდეს ერთმანეთს, იშვიათია“ - რას წერენ ქართველი მოცეკვავისა და კალათბურთელის წყვილზე - Marao

„ორი ადამიანი ასე უხდებოდეს ერთმანეთს, იშვიათია“ - რას წერენ ქართველი მოცეკვავისა და კალათბურთელის წყვილზე

2021-10-19 14:00:42+04:00

სოციალურ ქსელში ცნობილი მოცეკვავე და ინფლუენსერი ანი ლოლაძე შეყვარებულია. მან რჩეულთან, სპორტსმენ გიორგი ტურძილაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ორი ადამიანი ასე უხდებოდეს ერთმანეთს, იშვიათია“, „ზედმეტად ლამაზები ხართ“, „ძალიან კარგები“, „საოცარი წყვილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

ანი ლოლაძე განსაკუთრებით პოპულარული „ტიკ-ტოკის“ საშუალებით გახდა, სადაც ის მეგობრებთან ერთად გადაღებულ სახალისო კადრებსა და ცეკვის ვიდეოებს ხშირად აზიარებს. მისი რჩეული საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი, 23 წლის გიორგი ტურძილაძეა. ის ამჟამად საფრანგეთში თამაშობს.