გიორგი გახარიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ინტერესი არ წყდება როგორც მისი კარიერის, ასევე პირადი ცხოვრების შესახებ. პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მან მარიკა ფანცულაიაზე რამდენიმე წლის წინ ოქრწინა, მათი ქალიშვილი, ანნა კი უკვე 12 წლისაა.
ჟურნალ OK!-თან ინტერვიუში გიორგი გახარიას ცოლმა, მარიკა ფანცულაიამ ურთიერთობის პირველი წლები გაიხსენა: „ჩვენი მამები თანაკლასელები არიან, მაგრამ ერთმანეთი როცა გავიცანით, უკვე დიდები ვიყავით. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ ვიქორწინეთ. გიორგი არ არის რომანტიკული ადამიანი, მაგრამ ეს ერთი წელი იყო ფეიერვერკი, სულ სურპრიზებს მიწყობდა“ - თქვა მან.

როგორც მარიკა ფანცულაიამ გაიხსენა, გიორგი გახარია მას სასიყვარულო წერილებსაც სწერდა: „მე თბილისში ვცხოვრობდი, ის მოსკოვში სწავლობდა. მაშინ პერსონალური კომპიუტერი დიდი ფუფუნება იყო და სამსახურისას ვიყენებდით, მეილებს ვწერდით ერთმანეთს. გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და მიგზავნითა ხოლმე. ერთხელ ლექსიც კი დამიწერა, რომელიც, სამწუხაროდ, დაიკარგა“ - იხსენებს მარიკა ფანცულაია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>