„არც ნაოჭები გაქვს, არც უპეები, ყველა ბოტოქსიანს ჯობიხარ” - რას სწერენ ანი ბებიას ახალ ფოტოებზე - Marao

„არც ნაოჭები გაქვს, არც უპეები, ყველა ბოტოქსიანს ჯობიხარ” - რას სწერენ ანი ბებიას ახალ ფოტოებზე

2021-10-22 11:46:57+04:00


ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ანისა და ილოს ერთი შვილი ჯერი ბეროშვილი ჰყავთ. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებენ.

სულ ცოტა ხნის წინ ანი ბებიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ მისმა გარეგნობამ აჟიოტაჟი გამოიწვია: „აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ნაოჭებმა, თვალის უპეებმა... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარში დამიდგა და თავისი აზრი დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა მისი გარეგნობის გამო“ - ამბობდა ის. მიუხედავად ამისა, ანის ახალი ფოტოები გამომწერების მხრიდან დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „ყველა ბოტოქსიანს რომ ჯობიხარ”, „არც ნაოჭები გაქვს, არც უპეები და, საერთოდ, ძალიან ლამაზი ხარ“, „საოცრად ლამაზია ეს გოგო“, „რაც ეს გოგო გამოჩნდა, რომი შნაიდერს ვამსგავსებ” - წერენ „ინსტაგრამზე“.