ნოემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - გაიგეთ იქნება თუ არა თქვენთვის ნოემბერი ტკბილი - Marao

ნოემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - გაიგეთ იქნება თუ არა თქვენთვის ნოემბერი ტკბილი

2021-10-27 20:06:07+04:00


შემოდგომის ბოლო თვეში სიყვარულის პლანეტა ვენერა მკაცრ და სერიოზულ თხის რქაშია. ნოემბერშივე გველოდება დაბნელებების დერეფანი. საინტერესოა, როგორი იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე, გაიგეთ იქნება თუ არა ნოემბერი თქვენთვის ტკბილი.

ვერძი

მარტოხელებისთვის: იმდენად დატვირთული ხართ სამსახურის საქმეებით, ვალდებულებებით, რომ მოსაწყენადაც კი არ გცალიათ. ვენერა პრაქტიკულ თხის რქაშია და ახალგაცნობილმა მამაკაცმა შეიძლება თაიგული და კანფეტები კი არა, სამზარეულოს აქსესუარები, ჯამ-ჭურჭელი გაჩუქოთ. 20 ნოემბრის შემდეგ დაელოდეთ ვნებიან პაემნებს.

რჩევა: თქვენნაირ თავქარიან და ვნებიან პარტნიორს კი არა, გააზრებულსა და დინჯს უნდა ეძებდეთ.

დაწყვილებულებისთვის: უამინდობა და სამსახურის საქმეები მიზეზი არაა, რომ საყვარელ ადამიანს რომანტიკაზე უარი უთხრათ.

რჩევა: ერთად დაგეგმეთ უქმეები, გამორთეთ მობილურები და ისიამოვნეთ გამარტოებით.

კურო

მარტოხელებისთვის: გამოჩნდებიან მამაკაცები, რომელთანაც მარტივად გამონახავთ საერთო ენას და ერთად შეადგენთ სამომავლო გემას. ხანმოკლე ფლირტები კი განწყობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ.

რჩევა: ადამიანთან კომფორტულად უნდა იგრძნოთ თავი. ნუ დაძაბულობას ან უნდობლობას გრძნობთ, ის თქვენი მამაკაცი არაა.

დაწყვილებულებისთვის: აი, ვისთვისაა ნოემბერი ნამდვილად "ტკბილი". საყვარელი მამაკაცი რომანტიკით, სიურპრიზებითა და საჩუქრებით აგავსებთ და ერთად ყოფნა არ მოგწყინდებათ.

რჩევა: გამოიწერეთ სიზარმაცის დღეები: მხოლოდ ჭამეთ, გამოიძინეთ, უყურეთ ფილმებს და დატკბით ერთად ყოფნით.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: არასერიოზულად დაწყებული ურთიერთობა ისე შეგცვლით, რომ გათხოვებსაც კი იფიქრებთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.

რჩევა: ნუ შეუშინდებით საკუთარ გრძნობებს. ნუ შეეცდებით დისტანცის დაცვას, საჩუქრებსა და ყურადღებაზე აგრესის გამოვლენას.

დაწყვილებულებისთვის: იმდენად მოგენატრათ შინ ყოფნა, რომ შეიძლება, საყვარელ ადამიანს ვაშლის ღვეზელი გამოუცხოთ, რაფაზე ყვავილები მოაშენოთ ან ახალი ფარდები შეიძინოთ. ერთი სიტყვით, ნოემბერში ბუდის კეთილმოწყობაზე იქნებით ორიენტირებული.

რჩევა: ჰარმონია დაისადგურებს ურთიერთობაში, თუ ფინანსური თემების გამო არ იკამათებთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ნაცნობობა და ახალი ურთიერთობის დაწყება შეიძლება არც კი მოგინდეთ. უმჯობესია, საკუთარ თავში, სურვილებში გაერკვეთ.

რჩევა: დამკვირვებლის პოზიცია შეინარჩუნეთ, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭშიც ძალიან ღრმად ნუ ჩაიკეტებით.

დაწყვილებულებისთვის: საინტერესო ცვლილებებისთვის მოემზადეთ - ოჯახური დღესასწაული ან ახალ სამსახურის დაწყება. მთავარია, გაწამაწიაში საყვარელი ადამიანი არ დაივიწყოთ. გამოყავით დრო (თუნდაც საღმოობით), რომ მხოლოდ თქვენ ორნი იყოთ.

რჩევა: თუ გარშემო მყოფებთან კონტაქტი არ მოგწონთ, ცოტა ხნით დააპაუზეთ. ზოგჯერ ადამიანების თვისებებს შორიდან უფრო კარგად ვამჩნევთ.

ლომი

მარტოხელებისთვის: ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყველა ყოფილი ნოემბერში გამოგეცხადებათ. ხანდახან შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეთ. ჩამოწერეთ პაემნების გრაფიკი.

რჩევა: გახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ. დაემშვიდობეთ წარსულს და შეეგებეთ მომავალს.

დაწყვილებულებისთვის: კარიერა თქვენთვის უმთავრესი გახდა. მუდამ ახალი მწვერვალების დაპყრობაზე ფიქრობთ, საყვარელი ადამიანი კი უსიამოვნო სახით გაკვირდებათ.

რჩევა: კარიერულ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ ვალდებულებების სიაში რომანტიკული პაემნებიც ჩაინიშნეთ.

ქალწული

მარტოხელებისთვის: ახალგაცნობილი სიმპათიას გამოავლენს თქვენ მიმართ და მიხვდებით, რომ ის ისაა, ვისაც ამდენი ხანი ელოდით. თუმცა, მთლად ბრმადაც ნუ ენდობით.

რჩევა: დააკვირდით ახალი თაყვანისმცემლის საქციელს და არა სიტყვებს. სწორედ ის გამოავლენს ადამიანის ნამდვილ სახეს.

დაწყვილებულებისთვის: თვის ჰეშთეგია #ობიექტურობა. დაფიქრდით, ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვთ პარტნიორისგან; ან ძალიან ხომ არ აიდეალებათ?..

რჩევა: გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, დაქალებთან შესახვედრად.

სასწორი

მარტოხელებისთვის: ახლა სტატუსის შეცვლის დრო არაა. ვენერა მკაცრ თხის რქაში რაციონალურობისკენ გიბიძგებთ.

რჩევა: ნუ მოიწყენთ, გამოიყენეთ ეს დრო კარიერული წინსვლისთვის, კეთილდღეობის ახალი ფუნდამენტის ჩასაყრელად.

დაწყვილებულებისთვის: სახლური ურთიერთობები მოგენატრებათ. ოჯახური ვახშამი და კინოსეანსები საყვარელ ადამიანთან ერთად.

რჩევა: გამონახეთ დრო სეირნობისთვის, შეხვდით მეგობრებს, სერიალები და წამოწოლა მოიცდის.

მორიელი

მარტოხელებისთვის: რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კარგი ბიჭები "დამთავრდნენ". ამოისუნთქეთ, მომდევნო თვეში პოზიტიური ცვლილებები გელით.

რჩევა: შეიცვალეთ იმიჯი, სამსახური, საცხოვრებელი, დაიწყეთ ახლის შესწავლა.

დაწყვილებულებისთვის: დილით სირბილი, ცურვა, განმავითარებელი კურსები, კარიერული წინსვლა და საყვარელ ადამიანთან ჩახუტება, აი, თქვენი ნოემბრის რეცეპტი.

რჩევა: ვერავინ შეგედრებათ: ძლიერი და მიზანსწრაფული ხართ, გახდით გამარჯვებული.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: ყველა გამვლელ მამაკაცს ეფლირტავებით. ყველას თანხმდებით პაემანზე. ეს გამხიარულებთ, თუ დრო გაგყავთ?..

რჩევა: დაფიქრდით, ვინ არის თქვენი რომანის გმირი. ვინ ჩაიდენს თქვენთვის გმირობას, თუნდაც ღამის ორ საათზე ნაყინის საჭმელად კაფეში წასვლას?..

დაწყვილებულებისთვის: ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში სანამ საყვარელ ადამიანს პასუხს გასცემთ, ათამდე დაითვალეთ. ასე 19 ნოემბრამდე მოიქეცით, მერე კი დაგროვილ პრობლემებს უნდა ებრძოლოთ.

რჩევა: მოერიდეთ ცდებსა და ექსპერიმენტებს - განსაკუთრებით ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში. რაც უფრო კონსერვატიული იქნებით მით მოიგებთ.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: ვარსკვლავები ყველა სურვილის ასრულებას გპირდებიან. მთავარია, მოინდომოთ. იყავით მეტად რომანტიკული.

რჩევა: თუ ახალგაცნობილი ადამიანი მოგწონთ და ურთიერთობის გასერიოზულებას გთვაზობთ, უარი არ თქვათ.

დაწყვილებულებისთვის: სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანშია და საყვარელ ადამიანს შეიძლება თავიდანაც კი შეაყვაროთ თავი. გამორიცხული არაა, სხვა მამაკაცებსაც რომ შეუყვარდეთ და მეუღლემ ეჭვიანობის სცენები მოგიწყოთ.

რჩევა: შეიყვარეთ საკუთარი თავი, აიმაღლეთ თვითშეფასება, ისწავლეთ კომპლიმენტების მიღება და გაღიმება.

მერწყული

მარტოხელებისთვის: თვის დასწყისში სრულიად გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ნისლი შედარებით გაიფანტება 20 რიცხვიდან. გამოგიჩნდებიან ახალი თაყვანისმცემლები, მიხვდებით, რომ მამაკაცები გაფასებენ.

რჩევა: ახლა გათვლის დრო არაა, იმოქმედეთ ექსპრომტად.

დაწყვილებულებისთვის: ნოემბრის სიცივეს უმჯობესია შინ დაემალოთ. იზრუნეთ თქვენს მეორე ნახევარზე; შექმენით შინ ჰარმონიული გარემო.

რჩევა: ასწავლეთ საყვარელ ადამიანს უსაქმურად ყოფნა, "ღრუბლებში ფრენა" და დატკბით ერთმანეთით.

თევზები

მარტოხელებისთვის: ნამდვილი სიყვარული თქვენ გვერდითაა. მთავარია, არ ააჩქაროთ მოვლენები და ბედს დაელოდოთ. თავად შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა და ოფისშიც კი მდიდრულად ჩაცმულ-დახურულმა იმუშავეთ.

რჩევა: ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა ასიამოვნოთ. მამაკაცები კი ყურადღების გარეშე არ დაგტოვებენ.

დაწყვილებულებისთვის: ამბიციების მოჭარბებას იგრძნობთ. მზად ხართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და მსოფლიოს სამართავად. ვარსკვლავები გირჩევენ, ენერგიის ნაწილი პირადი ცხოვრების გაუმჯობსებისკენ მიმართოთ.

რჩევა: ვინც გარისკა, შამპანური დაიმსახურა. იყიდეთ ლამაზი კაბა, ფეხსაცმელი, დაუთქვით მეუღლეს პაემანი და რომანტიკულ ცეკვაზე გამოიწვიეთ.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>