მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მათ შორის სოციალურ ქსელში. "ინსტაგრამზე", სადაც თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერი ჰყავს, ინტერნეტმომხმარებლებს მის ყოველდღიურობას უზიარებს.
ამჯერად ბეგაშვილი წლების წინანდელ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ის პერიოდია ასახული, როდესაც ორსულად იყო.
"საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. გაჩნდა პატარა არსება. ვერ გამეგო, მეთამაშა თუ ბავშვი გამეზარდა. და ჩემი არანორმალური მეგობრები" - წერს ბეგაშვილი.