ალექსანდრა პაიჭაძის პირადი ცხოოვრების შესახებ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის, მარიამ კუკუნაშვილი, რომელიც წერდა, რომ „ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ, ქალების მოტყუებას და ძალადობას არ უნდა ახალისებდნენ. მახინჯი ხარ და სარკეში ჩაიხედეო, არ უნდა ეუბნებოდნენ.“ კომენტარი გააკეთა ია ფარულავამაც, რომელიც ამბობდა, რომ დავით კოდუა ცოლს არასდროს დაშორდება. ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძეს ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ მიმართა: „არასდროს ვყოფილვარ არასოლიდარული ქალის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ბავშვობას, როცა ჩემი უახლოესი მეგობარი მარიკა თორდია სპირალიან „პლიტაზე“ დავსვი. ამ ქალს ურჩიეთ ვინმემ, რომ გაჩერდეს! შეირგოს ის „ბრწყინვალე ქაქი“ და ნუ გვესხმის თავს ქალებს - ისევ ჩვენი დასაცავი გახდება და მოდუნდეს მაინც“ - წერს ნინო ხაჟომია.