სახლში დამზადებული თმისა და სახის ნიღბები ყოველთვის შედეგიანი და სასიამოვნოა, რადგან ნატურალური ინგრედიენტებით სასურველი შედეგის მიღწევა იმაზე ადვილი და შესაძლებელია ვიდრე თქვენ გგონიათ. გადავწყვიტეთ სახლში დასამზადებელი ნიღბების საუკეთესო ვერსიები გაგიზიაროთ, რომელიც სხვადასხვა ტიპის თმისთვის გამოგადგებათ.
არასწორი დიეტისგან დაზიანებული თმა
თმის დაზიანების სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთია არასწორი დიეტები, რომელიც აზიანებს, აშრობს და უსიცოცხლო იერს აძლევს თმას. მიირთვით კვერცხი, იოგურტი, თევზი, ბანანი, ისპანახი და ვიტამინებით სავსე საკვები. სცადეთ კვერცხის ცილის ნიღაბი, წაისვით დაზიანებულ თმაზე ნატურალური ზეთები და კვებით შეუწყვეთ ხელი ჯანსაღი თმის დაბრუნებას.
ნიღაბი ხვეული თმისთვის
- 1 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
თუ გრძელი თმა გაქვთ გააორმაგეთ ყველა ინგრედიენტი. შეურიეთ ერთმანეთს, გამოიყენეთ ბლენდერი იმისთვის რომ სასურველი მასა ბოლომდე გაიხსნას და შედეგიც მაქსიმალურად კარგი იყოს. დაისველეთ თმა და წაისვით ნიღაბი, შეიხვიეთ მთელი თავი და 30 წუთში ჩამოიბანეთ, ნიღბის ჩამობანვის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნიც.

დაზიანებული თმის ნიღაბი
- 1 კვერცხის ცილა
- 2 სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
შეურიეთ ინგრედიენტები, დაისველეთ თმა და კარგად წაისვით, თითის ბალიშებით ღრმად და ბოლომდე გადაინაწილეთ ნიღაბი და შეიფუთეთ 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ და კვირაში 2-ჯერ იგივე პროცედურა გაიმეორეთ.
უხეში თმის ნიღაბი
- 1 დაჭყლეტილი ბანანი
- 2 სუფრის კოვზი მაწონი ან იოგურტი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
კვლავ შეურიეთ ინგრედიენტები, დაისველეთ თმა და დაიდეთ ნიღაბი მთლიან თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი თმის ნიღაბი
- ¼ ვაშლის ძმარი
- ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი ძმარი
შეურიეთ ეს ინგრედიენტები ბლენდერით, ურიეთ რამდენიმე წუთი და გადაინაწილეთ თმაზე. დაიტანეთ ნიღაბი კარგად, თმის ძირებსა და ბოლოებში. შეიხვიეთ და 30 წუთში კარგად ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
წყარო