„მე დედამთილი როგორ უნდა გიწოდო?!“ - თამო ვაშალომიძე ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„მე დედამთილი როგორ უნდა გიწოდო?!“ - თამო ვაშალომიძე ვიდეოს აქვეყნებს

2021-10-25 11:07:28+04:00


ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თამო მეუღლესთან, აკა სამხარაძესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

ამჯერად თამო ვაშალომიძე ფოტოებსა და ვიდეოებს თბილისის აეროპორტიდან აქვეყნებს, სადაც ქმართან და ქმრის მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. „გოგონი... მე დედამთილი როგორ უნდა გიწოდო?!“ - ამბობს ის. თამომ მეუღლესთან, აკა სამხარაძესთან ერთად გადაღებული ვიდეოც გააზიარა და თქვა, რომ ეს მათი პირველი საერთო მოგზაურობაა.