ფოტომოდელ და ინფლუენსერ თამო ვაშალომიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელში. თამოს ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, ხოლო მისი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.
როგორც ცნობილია, თამო ვაშალომიძის რჩეული აკა სამხარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და თავად, მეუღლისგან განსხვავებით, კამერების წინ იშვიათად ჩნდება. მიუხედავად ამისა, თამო გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებს და მათგან არაერთ დადებით შეფასებას იღებს. ამჯერად წყვილი ამსტერდამში მოგზაურობს და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს: „ჩემი სიყვარული“ - წერს თამო ვაშალომიძე.

<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>