„საოცარი გოგო“ - შორენა ბეგაშვილი შვილის, ევა ბარბაქაძის ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„საოცარი გოგო“ - შორენა ბეგაშვილი შვილის, ევა ბარბაქაძის ფოტოებს აქვეყნებს

2021-10-27 11:49:54+04:00


ცნობილი დედის, შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში თავადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.

ევა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ფოტომოდელის როლსაც ხშირად ირგებს. ამჯერად შორენა ბეგაშვილი ფოტოს შვილის ერთ-ერთი გადაღებიდან აქვეყნებს, სადაც ევამ საქორწილო კაბა მოირგო. „საოცარი გოგო“ - წერს შორენა. ფოტოს დედა-შვილის ფოტოს გამომწერებისგანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ულამაზესი“, „რა საყვარელია“, „დედასავით ანგელოზი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.