„ორ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას აქ გავცემ პასუხს“ - ნინიკო ნაცარიშვილი პოსტს აქვეყნებს - Marao

„ორ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას აქ გავცემ პასუხს“ - ნინიკო ნაცარიშვილი პოსტს აქვეყნებს

2021-10-28 13:58:53+04:00

ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ნინიკო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება და თითქმის არ აქტიურობს, თუმცა ამჯერად ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს:

„ეს არის ჩემი ბუნებრივი თმის ფერი, გარდა ბოლოებისა, რომელიც შეღებილია 2 წლის წინ (მაშინ თითქმის ძირებიდან), შემდეგ გაზრდილი და გადასული ომბრეს სტილში. თმას არ ვიღებავ და არც ვაპირებ. არც ის ვიცი, მაშინ რომელი საღებავით შემიღებეს. რაც შეეხება ტუჩის მოცულობას, სამი წლის განმავლობაში ერთხელ მაქვს გაკეთებული, შემდეგ ორჯერ დამატებული. ცხვირი, ლოყა, ფეხი, ხელი - ჩემია“ - წერს ნინიკო ნაცარიშვილი.