ფოტომოდელ და ინფლუენსერ თამო ვაშალომიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელში. თამოს ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, ხოლო მისი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.
სულ ცოტა ხნის წინ თამომ ოჯახთან ერთად გადაღებული ვიდეო აეროპორტიდან გამოაქვეყნა. ის ქმართან, აკა სამხარაძესთან და მის მშობლებთან ერთად ევროპაში მოგზაურობს და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს: „ეს გოგო ბევრად ლამაზია ცხოვრებაში, ვიდრე ფოტოებში“, როგორი ლამაზი და ახალგაზრდა დედამთილი გყავს, დებივით ხართ“, „საუკეთესო რძალ-დედამთილი, დაქალებს უფრო ჰგავხართ” - წერენ „ინსტაგრამზე“.