ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა დროდადრო გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ კადრებს მაინც უზიარებს. ის ხატვითაა გატაცებული და „ინსტაგრამის“ გვერდზე ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნახატებსაც. როგორც ცნობილია, მან ძმას, ბერა ივანიშვილს, ქორწილში სწორედ საკუთარი ხელით შექმნილი ტილო აჩუქა.
ამჯერად კი ცოტნე უფროს ძმასთან, უტა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „დიდი ძმა“ - წერს ის. ცოტნე და უტა საფრანგეთში, პარიზში იმყოფებიან და ეიფელის კოშკის წინ გადაღებულ კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ.