პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დილა საინტერესო სიახლით დაიწყო - მსოფლიოს ამცნო, რომ ის და მოდელი ჯორჯინა როდრიგესი მალე ტყუპის მშობლები გახდებიან. წყვილი მეხუთე და მეექვსე შვილს ელოდება.

"აღფრთოვანებულები ვართ გაცნობოთ, რომ ტყუპს ველოდებით. ჩვენი გულები სიყვარულით არის სავსე, მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას" - დაწერა კრიშტიანუმ სოციალურ ქსელში.

ჯორჯინამ იგივე პოსტი თავის პროფილზეც გადააზიარა. წყვილის ამ სიახლეს მილიონობით მოწონება და კომენტარი აქვს. რონალდო და ჯორჯინა უკვე 4 შვილის მშობლები არიან და მალე მათ დიდ ოჯახს კიდევ ორი წევრი შეემატება.

პორტუგალიელი ფეხბურთელის პირადი ცხოვრება წლები უცხოური მედიის განხილვის თემა იყო. კრიშტიანუ მოდელ ირინა შეიკს ხვდებოდა, თუმცა მათი ურთიერთობა რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ დაშორებით დასრულდა, მიზეზი კი, როგორც ამბობდნენ, ურთიერთობასა და ოჯახზე სხვადასხვა შეხედულება აღმოჩნდა. მალევე რონალდუს ცხოვრებაში მოდელი ჯორჯინა როდრიგესი გამოჩნდა.
