ძმები არველაძეები საზოგადოებაში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაერთი წლის განმავლობაში აქტიურად ჩანდნენ სპორტულ ასპარეზზე, მათი ერთმანეთისგან გარჩევა დღემდე ბევრს უჭირს.
აჩი არველაძე დავით გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა, მათ შორის ოჯახზეც და თქვა, რომ მეუღლეს სიყვარულს ლექსებით უხნიდა: "ჩვენს დროს წერილებს ვწერდით შეყვარებულებს. იმ ერთი წერილის წაკითხვა რამდენ რამეს ნიშნავდა. რამდენჯერ დავწერდი, გადავშლიდი, მერე შოთის წავაკითხბდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი... ლექსებსაც ვწერდი, ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით, ჩემს მეუღლეს, თინის, დღემდე შენახული აქვს“ - თქვა მან.
აჩიმ საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლე ძალიან უწყობდა ხელს: „როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ძალიან მიჭირდა ტვინის გათიშვა, ადრენალინი მაკლდა. ძალიან გადავერთე პოკერის თამაშზე. თინი, ჩემი მეუღლე, სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც ნაწილის გათიშვა მინდოდა ჩემი პრობლემების. ჩემი და ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვუს, რომ ის 12 წელი ტრავმირებული ფეხით მეთამაშა. ბავშვი, სწავლა, საყოფაცხოვრებო პრობლემები მე არ მეხებოდა. დღესაც მეუბნება, ძალიან კარგად მოირგე ეს როლიო. თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა“ - აღნიშნა აჩი არველაძემ.