ამერიკელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცნობილი გახდა და წყვილი დაშორების ამბავს გამოეხმაურა. ზეინი და ჯიჯი ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ სკანდალურად დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია იუწყება, ზეინისა და ჯიჯის დაშორებაში ბრალი ჯიჯის დედას მიუძღვის, რომელსაც ზეინთან მუდმივი კომფლიქტი ჰქონდა და ეს წყვილს შორის უთანხმოებას იწვევდა.
იოლანა ჰადიდმა განაცხადა, რომ მას და ზეინს ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, ბრალდება მომღერალმა ამბის გავრცელებიდან მალევე უარყო და დაშორების სავარაუდო მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ჯიჯი და ზეინი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან, მათ ერთი ქალიშვილი კაი ჰყავთ, გოგონა ვარსკვლავურ წვილს პანდემიის დროს შეეძინა. ჯიჯი კი მშობიარობიდან რამდენიმე თვეში სამოდელო სფეროს დაუბრუნდა.
"როგორც იცით, ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ძალიან მიყვარს უსაფრთხო და პირადი სივრცის შექმნა ჩემთვის და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის. განსაკუთრებით ჩემი ქალიშვილისთვის რომელიც გაიზრდება და ამ უსაფრთხო გარემოში უნდა იცხოვროს.....
მინდა იმ სამყაროში იყოს სადაც დაცული იქნება და იმედი ექნება ოჯახისა და ახლობლების. ვიმედოვნებ შევძლებ გავუმკლავდე ყველა ამ სტრესს და უფრო მეტად მივიღებ მონაწილეობას იმაში, რომ კაი დაცული იყოს და თავი პირად სივრცეში იგრძოს, ისეთში როგორსაც იმსახურებს" - დაწერა ზეიმა სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში ზეინისა და ჯიჯის დაშორებაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ხალხის ნაწილი ზეინს განთავისუფლებას ულოცავს, "ინსტაგრამზე" წერენ რომ იოლანდა მას ცუდად ექცეოდა და წყვილის ურთიერთობა განწირული იყო, ხალხის ნაწილი კი ზეინის საქციელს მომღერლის პირველ ქორწინებას ადარებს, თითქოს მალიკისა და ჰადიდის სიყვარულს იგივე ბედი წერია, რაც ზეინის პირველ ქორწინებას.
"არ დაუჯეროთ ყველაფერს რასაც წაიკითხავთ" - დაწერა რამდენიმე დღის წინ, სოციალიურ ქსელში ზეინმა.
წყვილის დაშორებიდან რამდენიმე საათში "ინსტაგრამზე" პოსტერები გამოჩნდა წარწერით, მე ვდგავარ ზეინთან ერთად, მე მხარს ვუჭერ ზეინს. როგორც ჩანს, გულშემატკივრების არმიათა აზრებიც ორად გაიყო.