ქართველი ინფლუენსერი, უმშვენიერესი ანი ლოლაძე საქორწინო კაბაში ფოტოებს აქვეყნებს. როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ანიმ ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თეთრი თვლებით გაწყობილი საქორწინო კაბა მოირგო და ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
ანას მხრებზე მოხსნილი, გრძელი კაბა ძალიან მოუხდა, ინფლუენსერი საოცარ ფორმაშია და მისმა ახალმა ფოტოებმა გამომწერებშიც მალევე მოიპოვა პოპულარობა.
"დროა გათხოვდე" - უწერენ ანის კომენტარებში
"აუ ძაან ლამაზი ხარ" - ანის ფოტოებმა ასობით მოწონება და თბილი კომენტარი დაიმსახურა.
რამდენიმე თვეა, ლოლაძის ცხოვრებაში მეორე ნახევარი გამოჩნდა, კალათბურთელი გიორგი ტურძელიძე და ანი საერთო ფოტოებს დებენ და ურთიერთობას არ მალავენ. წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება. გიორგი, საფრანგეთის ერთ-ერთ გუნდში თამაშობს, ანი რამდენიმე კვირის წინ, შეყვარებულთან ერთად პარიზში იყო და დასვენების შემდეგ თბილისს დაუბრუნდა.