„ნიშნობის ბეჭედი როგორიც მინდა, გაჩვენებთ მალე, ხომ იცით, მე არაფერი „მიტყდება“ არც სათქმელად, არც გამოსაფენად... წინ მთელი საზღაპრეთია“ - ალექსანდრა პაიჭაძე - Marao

„ნიშნობის ბეჭედი როგორიც მინდა, გაჩვენებთ მალე, ხომ იცით, მე არაფერი „მიტყდება“ არც სათქმელად, არც გამოსაფენად... წინ მთელი საზღაპრეთია“ - ალექსანდრა პაიჭაძე

2021-10-30 12:23:50+04:00


მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ორსულობის ამბავიც, რაც მოდელმა მაყურებლებსა და გულშემატკივრებს სულ ცოტა ხნის წინ გაუმხილა. მოგვიანებით კი ის სკანდალში საყვარელი მამაკაცის, დავით კოდუასა და მის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გაეხვა. მოგვიანებით მან საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.

სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა საკუთარ “ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მას თითზე ბეჭედი ეკეთა. არაერთმა მედიამ დაწერა, რომ ეს ალექსანდრას ნიშნობის ბეჭედი იყო, თუმცა ეს თავად ალექსნადრამ უარყო: „ჩემმა უსაყვარლესმა დაქალმა მისახსოვრა ეს ძვირფასი ბეჭედი. ნიშნობის ბეჭედი როგორიც მინდა, გაჩვენებთ მალე. ამ იაფფასიან სტატიებს უკვე საზღვარი არ აქვს, რედაქტორები ფანტაზიორობენ. გადაამოწმეთ ჩემთან, ხომ იცით, მე არაფერი მიტყდება არც სათქმელად, არც გამოსაფენად, წინ მთელი საზღაპრეთია“ - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.