ინფლუენსერი თაკო საზინა დაქორწინდა, საზინა ქორწილის დღიდან ულამაზეს ფოტოებს ავრცელებს. თაკო ცოტა ხნის წინ, დაინიშნა, გოგოების წვეულებაც მოაწყო და სასტუმრო "თბილისის მარტიოტში" გადაღებული ქორწილის ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა.
თაკო და მისი მეორენახევარი, ვიდეოგრაფი თორნიკე სეხნიაშვილი რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. თორნიკემ თაკოს ხელი ულამაზეს გარემოში სთხოვა, შემდეგ წყვილმა საერთო სახლი იყიდა, მოაწყვეს და ახალი საერთო ცხოვრებაც დაიწყეს.
ორი დღის წინ, თაკომ გოგოების წვეულების ფოტოები გაავრცელა და თავისი მომავალი ქორწილიც დააანონსა გოგოების ფერადმა წვეულებამ თაკოს გამომწერებში მოწონება დაიმსახურა.
საზინას ახალ ფოტოებს უკვე ათასობით მოწონება და თბილი კომენტარი აქვს. თაკოს ულამაზესი, მხრებზე მოხსნილი თეთრი კაბა და თვლებით დატვირთული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. პატარძალმა ყვავილები საშემოდგომო სტილს მოუხდინა და ფერადი თაიგული ამჯობინა.
თორნიკე კი ქორწილის დღეს, ლურ შარვალსა და პიჯაკშია გამოწყობილი, წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება.
"რა ლამაზი ხარ, სულ იბრწყინე და იკაშკაშე ბედნიერებისგან" - უწერენ თაკოს კომენტარებში.
თაკომ კაბასთან და მაკიაჟთან ერთად, მეჯვარეების დახვეწილი სტილიც გვანახა, საზინას მეგობრები ფერად, აბრეშუმის კაბებში არიან გამოწყობილები.