ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წლების წინ გახდა, როცა ის ეკრანზე პირველად გამოჩნდა. ლიკასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და, ასევე ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მიუხედავად იმისა, რომ დები კამერების წინ უკვე იშვიათად ჩნდებიან, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
ამჯერად ლიკუნა ქორქია ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ ოქტომბერში 1000-ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ. მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია, გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!“ - წერს ლიკუნა ქორქია.
