მსოფლიო და მათ შორის საქართველო რამდენიმე დღეა საშიშ, მისტიკურ დღესასწაულს, "ჰელოუინს" აღნიშნავს. უკვე ნოემბერი დაიწყო და "ჰელოუინის" ციებ-ცხელებამ ჩაიარა, თუმცა ამ შაბათ-კვირას კოსტიუმებისა და გრიმის გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ და რა ეცვათ ქართველ სელებრითებს "ჰელოუინზე".
სალი წვერავა

ინფლუენსერი სალი წვერავა 2021 წლის "ჰელოუინის" საღამოზე კატის კოსტიუმით მივიდა. სალის წითელი ტუჩსაცხი და კატის იერი მოუხდა. მასთან ერთად წვეულებაზე გიორგი ჯობავაც იყო. წყვილი საღამოს შესაფერისად იყო გამოწყობილი.
ლიკა პაპავა და ლინდა ადამია

მომღერალი ლინდა ადამია და ინფლუენსერი ლიკა პაპავა სხვა ცნობილ ქართველ ინფლუენსერებთან ერთად "ჰელოუინის" დიდ წვეულებაზე იყვნენ. გოგონებს საღამოს შესაფერისად ეცვათ. ლიკამ შავი ანგელოზის, გედის ფორმა აარჩია, ლინდა კი თეთრი ანგელოზის სამოსში იყო წარმოდგენილი.
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაშია. ნუკიმ, ბენმა და ოლივერმა "ჰელოუინი" დიდ ქალაქში აღნიშნეს, სადაც ნუკის ქართველი დიზაინერის სამოსი ეცვა, მაკიაჟი კი თავისი ბრენდის ტუჩსაცხითა და მკვეთრი შავი ნიღბით გაილამაზა. ნუკიმ გამომწერებს ამერიკის "ჰელოუინი" აჩვენა, სადაც ყველა ფერად-ფერადი სამოსით იყო გამოწყობილი.
ნინი ლაცაბიძე

ინფლუენსერი ნინი ლაცაბიძე, როგორც ყოველთვის, ბრჭყვიალა ტონებში გამოეწყო და კაშკაშა სამოსი და მაკიაჟი შეარჩია. ინფლუენსერს ბრჭყვიალები უყვარს და ამ სტილის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არასდროს მალავს.
ელენიკო რუხაძე

ელენიკო რუხაძე, ბევრისთვის კი ელენიკო ფოქსი, "ჰელოუინზე" რამდენიმე მაკიაჟით წარდგა, ჯერ მელაკუდა, შემდეგ კი წითელი იყო. ელენიკომ მაკიაჟის გაკეთების ვიდეოც გადაიღო და 2021 წლის საშიში საღამოს მოწყობაში გამომწერებსაც დაეხმარა.
ქრისტი გაბუნია
მონაზვნის სამოსი მოირგო ინფლუენსერმა ქრისტი გაბუნიამ, რომელმაც 2021 წლის "ჰელოუინის" საღამო "ლოსთ ინ ბაზალეთზე" მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. ქრისტის სამოსთან ერთად საშიში, საღამოსთვის შესაფერისი მაკიაჟი ჰქონდა არჩეული.
ლიზა ყენია
მომღერალმა ლიზა ყენიამ სადა, გამორჩეული სამოსი შეარჩია და "ჰელოუინის" კოსტიუმი აქსესუარებით დატვირთა. ლიზა ამ წლის წვეულებაზე მებრძოლი, კოვბოი გოგონა იყო, რომელსაც იარაღი და ტყავის ქამარი ძალიან მოუხდა.