„ასეთი სიყვარულის მწამს“ - გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებენ - Marao

„ასეთი სიყვარულის მწამს“ - გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებენ

2021-11-03 11:38:52+04:00


სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა, საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე გაუზიარეს და თქვეს, რომ მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

ამჯერად გიორგი გასვიანი მარიტა მელიქიშვილთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: „ასეთი სიყვარულის მწამს“, „რა საყვარლები ხართ“, „ულამაზესი წყვილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.