რომელი ანალიზები უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად? - Marao

რომელი ანალიზები უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად?

2021-11-05 19:58:56+04:00


ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ენდოკრინულ დაავადებათა შორის სიხშირით მეორე ადგილი უკავია. ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებთან გვხვდება.

ბოლო ხანს იმატა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურმა დაავადებებმა, უმთავრესად - ახალგაზრდა, შრომისუნარიან და რეპროდუქციული ასაკის პირებში. ამ დაავადებებს შორის აღსანიშნავია:

  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (ბაზედოვ-გრეივსის დაავადება);
  • აუტოიმუნური თირეოდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ანთება).
უფრო ხნიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები.

50 წელს გადაცილებულთა 6-8%-ს აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • წონაში კლება, ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე;
  • აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება;
  • ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით;
  • კანკალი
  • უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
  • თვალების წინ წამოწევა
  • უფრო ხშირი შარდვა ან დიარეა

ფუნქციის დაქვეითებისას კი აღინიშნება:

  • წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
  • გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
  • ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
  • დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
  • ყაბზობა
  • წარბების გათხელება ან თმის ცვენა
  • სიცივის მუდმივი შეგრძნება

„სინევოს“ ლაბორატორიათა ქსელი, რომელიც გამუდმებით ზრუნავს მომხმარებელზე, გვთავაზობს ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგული კვლევის პაკეტებს, რომელთა შეძენის შემთხვევაში მნიშვნელოვან ფასდაკლებასაც მიიღებთ და სრულ ინფორმაციას ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესახებ.

„სინევო“ ფარისებრი ჯირკვლის კვლევის 3 პაკეტს - 3 პროფილს გვთავაზობს, რომელთა ჩატარებასაც სხვადასხვა შემთხვევაში ენიჭება უპირატესობა.

ფარისებრი ჯირკვლის პროფილი N1

ეს პაკეტი შეგიძლიათ აირჩიოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების საწყის ეტაპზე, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები დასაწყისში, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად. ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია – ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.

ჯირკვლის გამოსაკვლევად პირველ ეტაპზე საკმარისია ორი ჰორმონის ტესტი. ეს ჰორმონებია:

  1. თირეოტროპული ჰორმონის (TSH)
  2. თავისუფალი თიროქსინი (FT4)

სწორედ ეს ორი ანალიზია გაერთიანებული ფარისებრი ჯირკვლის პროფილ N1-ში.

თუ კვლევის შედეგად აღმოჩნდება, რომ TSH ნორმაზე მაღალია, FT4 - ნორმალურ დიაპაზონშია ან ნორმაზე დაბალია - მაშინ გაქვთ ჰიპოთირეოზი.

თუ პირიქით – TSH დაბალია და FT4 არის ნორმის ზედა ზღვარზე ან მის ზემოთ – ეს დამახასიათებელია ჯირკვლის ჰიპერფუნქციისთვის - თირეოტოქსიკოზისთვის.

ამ ორი ანალიზის ჯამური ღირებულება პროფილი N1-ის არჩევისას არის 51 ლარი 61-ის ნაცვლად.

გადადით ბმულზე, დაჯავშნეთ ვიზიტი და შეიძინეთ პროფილი ონლაინ: თირეოიდული ჰორმონების პროფილი I (ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროფილი)

ფარისებრი ჯირკვლის პროფილი N2

ეს პროფილი რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. ჩიყვის) ან “კვანძების” მქონე პირებში.

N2 პროფილი მოიცავს 3 ჰორმონის ანალიზს:

1. თირეოტროპული ჰორმონის (TSH)

2. თავისუფალი თიროქსინი (FT4)

3. თავისუფალი ტრიიოდთირონინი (FT3)

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება.

პროფილის ფასია: 72 ლარი, ნაცვლად 96 ლარისა

გადადით ბმულზე, დაჯავშნეთ ვიზიტი და შეიძინეთ პროფილი ონლაინ: თირეოიდული ჰორმონების პროფილი II (ფარისებრი ჯირკვლის გაფართოებული სკრინინგის პროფილი)

სრული თირეოიდული პროფილი N3

ფარისებრი ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის და აუტოიმინური დაზიანების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად რეკომენდებულია ფარისებრი ჰორმონების FT3, FT4 და TSH და თიროიდული ანტისხეულების Anti TG; Anti TPO ერთდროული შესწავლა, ანუ სრული თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) პროფილი – (ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკური პროფილი).

ამ პაკეტის ჩატარება რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. ჩიყვის) ან “კვანძების” მქონე პირებში.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევისას პათოლოგიური კერების აღმოჩენისას.

ფასდაკლება მართლაც მნიშვნელოვანია და 5 ანალიზის ღირებულება პროფილის შეძენისას 170 ლარის ნაცვლად 115 ლარი გახლავთ.

გადადით ბმულზე, დაჯავშნეთ ვიზიტი და შეიძინეთ პროფილი ონლაინ: სრული თირეოიდული პროფილი (დიაგნოსტიკური პროფილი)

„სინევო“ ეკონომიურობასთან ერთად, მომსახურების კომფორტზეც ზრუნავს და აღნიშნული პაკეტების ონლაინ შეძენის შესაძლებლობას გაძლევთ.

დეტალური ინფორმაციისათვის „სინევოსთან“ დაკავშირება შეგიძლიათ ცხელ ხაზზე

032 239 38 33;

032 2 800 111

ნომრები ჩართულია 24 საათის განმავლობაში.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინაზე გამოძახების სერვისით. 9:00-დან -23:00-მდე.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!