ხალხურ მედიცინას მსოფლიოში უამრავი მიმდევარი ჰყავს. ბუნება მართლაც უხვად გვთავაზობს სიმდიდრეებს, რომელთა სწორად გამოყენებაც ჯანმრთელობისა და დიდხანს სიცოცხლის გარანტია. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური მცენარე ქაცვია. ნათელი ნარინჯისფერი ფერი ამაღლებს თქვენს განწყობას, ხოლო სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი შემადგენლობა აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ნაზავი იმუნიტეტის გასაძლიერებლად
ქაცვი კენკრა უნიკალური შემადგენლობით. იგი სამართლიანად ითვლება ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად. ჯერ კიდევ უძველეს დროში მას იყენებდნენ გაციების და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების სამკურნალოდ. ეს არის ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება. კენკრას შეუძლია შეანელოს დაბერების პროცესი. ნერვულ სისტემაზე სასარგებლო ეფექტი ხელს უწყობს სტრესის დონის შემცირებას. ქაცვი ასევე სწრაფად ხსნის დაღლილობას, აღადგენს ძალას.

გარეცხეთ ქაცვი, ფორთოხალი და ჯანჯაფილი. დაჭერით ნაჭრებად. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ქაცვი და ფორთოხალი, ხოლო ჯანჯაფილი - თქვენი გემოვნებით. მოათავსეთ ბლენდერში და აურიეთ ერთვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და შეინახეთ მაცივარში. გამოყენებისას 2-3 ჩაის კოვზი მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. ოდნავ რომ შეგრილდება, გადაწურეთ და მიირთვით ჩაის ნაცვლად. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლი ან შაქარი. ეს უებარი საშუალებაა გაციებისას, განსაკუთრებით ზამთარში სასარგებლოა იმუნიტეტისთვის. გარდა ამისა, გააძლიერებს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას, შეგმატებთ მხნეობასა და ენერგიას.