სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის თითქმის ყოველდღე ტირის. ჯერ კიდევ იანვარში, ბელამ გახსნილად ისაუბრა მწვავე დეპრესიასა და შფოთვაზე, რომლებიც მას გარდატეხის ასაკიდან ჰქონდა.
სოციალური ქსელებისგან მცირე პაუზაც აიღო, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოეგვარებინა.
ახლა კი ბელამ "ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია ატვირთა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ტირის ის. ამით ბელამ ფანებს შეახსენა, რომ სოციალური მედია არ გვიჩვენებს რეალობას და ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მოდელმა ატვირთულ ფოტოებს ტექსტიც დაურთო, სადაც ის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ამ პრობლემების მოგვარებაზე წერს - "ყველამ, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და იტანჯება, დაიმახსოვრეთ, რომ მარტო არ ხართ - მიყვარხართ, გხედავთ და მესმის თქვენი.“
25 წლის მოდელი ასევე წერს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა და ქიმიური დისბალანსი არაა სწორხაზოვანი და დიაგრამასავით ცვალებადია - "გვირაბის ბოლოს ყოველთვისაა სინათლე და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება“.
ბელა ამბობს, რომ ტრავმის გააზრებაში დროის მარტო გატარება საუკეთესო საშუალებაა.
"ყოველთვის შეგვიძლია ჩვენს ტკივილსა და მისი მოშუშების გზებზე მეტის გაგება", - ამბობს მოდელი.
გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები