„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო“ - როგორ მიულოცა იუბილე ეკო ფანგანმა შეყვარებულს - Marao

„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო“ - როგორ მიულოცა იუბილე ეკო ფანგანმა შეყვარებულს

2021-11-12 11:03:19+04:00

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.

ამჯერად ეკო ფანგანი რჩეულს, იურა რუბენიას იუბილეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო, ბედნიერი იყავი“ - წერს ის. როგორც ჩანს, ეკომ შეყვარებულს ტორტი მიართვა და სადღესასწაულო სანთლებიც ჩააქრობინა.