თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს, ხოლო მესამე შვილს იანვარში ელოდება.

სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს ქეთი ჟღენტის ახალი ფოტოები: „პრინცესა“, „ყველაფერი რა ლამაზია“, „ულამაზესი ხარ“, „რა მაგარი სურათია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.