როგორც გვპირდებოდა, ადელმა კარიერაზე წინ პირადი ცხოვრება დააყენა. თავდაპირველად 24 წლის მომღერლის ფეხმძიმობის შესახებ გახდა ცნობილი. ახლა კი პრესა მისი საიდუმლო ქორწილის გამო ახმაურდა.
ადელი და მისი 38 წლის ბოიფრენდი საიმონ კონეცკი დაქორწინდნენ - ირწმუნება Life&Style.
ამას მოწმობს ოქროს რგოლიც ადელის მარცხენა ხელის არათითზე.
აღსანიშნავია, რომ წყვილი პირველ შვილს ოქტომბერში ელოდება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დააჩქარეს ქორწინება.
წყვილი ქორწინების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.