„ეხება ყველას! ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოცქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ!“ - გიორგი გასვიანი მიმართვას ავრცელებს - Marao

„ეხება ყველას! ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოცქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ!“ - გიორგი გასვიანი მიმართვას ავრცელებს

2021-11-15 09:24:19+04:00


ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სიოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ყველამ, ვინც სიძულვილსა და ბოროტებას თესავს, უნდა წარმოიდგინოს, რომ მისი ცხოვრების ბოლო დღეა: „ეხება ყველას! - პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, მომღერალს, მსახიობს, ტროლს, დიდს, პატარას, მღვდელს, ანტივაქსერს, ვაქსერს!!! ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოცქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ! თუკი ვერ გადაეჩვიეთ ამ სნეულებას და მაინც ილანძღებით, - თქვენთვის მაქვს რეცეპტი: წარმოიდგინეთ, რომ ბოლო დღეა თქვენს ცხოვრებაში და ხვალ კვდებით! როგორ სტატუსებს დაწერდით? როგორ კომენტარებს? ან საერთოდ მოიცლიდით სოცქსელისთვის და ხალხის ლანძღვისთვის?! ჰოდა, ჩაატარეთ ეგ ექსპერიმენტი... და მიხვდებით, რომ ფუჭად ხარჯავთ ცხოვრებას!” - წერს გიორგი გასვიანი.