„გამაღიზიანებელია უკვე ამდენი ხელოვნური სახის ყურება, მოგვენატრა ბუნებრივი სახეები...“ - რას სწერენ მამულიჩასა და ლელა წურწუმიას ქალიშვილს - Marao

„გამაღიზიანებელია უკვე ამდენი ხელოვნური სახის ყურება, მოგვენატრა ბუნებრივი სახეები...“ - რას სწერენ მამულიჩასა და ლელა წურწუმიას ქალიშვილს

2021-11-15 12:43:27+04:00


ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის ქალიშვილი მარიამ მამულაშვილი სოციალურ ქსელში, მშობლების მსგავსად, პოპულარულია და ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს. როგორც ცნობილია, ის ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.

ამჯერად მარიამის ფოტო კახა მამულაშვილმა გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: „დარჩი ასეთი, როგორიც ხარ. ძალიან გამაღიზიანებელია უკვე ამდენი ხელოვნური სახის ყურება ეკრანზე, მოგვენატრა ბუნებრივი სახეები“, „ლამაზი და საყვარელი მარიკო“, „რა სათნოა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.