41 წლის რეალითი-შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და 28 წლის Saturday Night Live-ის კომიკოსი ოფიციალურად ხვდებიან ერთმანეთს: „ისინი ნამდვილად ბედნიერები არიან და ურთიერთობის გაღრმავებაზე ფიქრობენ“ - წერს გამოცემა Eonline.
როგორც გამოცემა იუწყება, პიტისა და კიმის ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო. ისინი გაკვეული პერიოდის განმავლობაში არ ამხელდნენ, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი ოფიციალურია: „არ მინდა, რომ სხვა ქალთან მქონდეს ურთიერთობა“ - თქვა პიტ დევიდსონმა. კიმი არ ცდილობს ამ ყველაფერს სერიოზული სახე მისცეს, თუმცა, როგორც გამოცემა Eonline-ს წყარო ეუბნება, ის თავდავიწყებითაა შეყვარებული ახალგაზრდა კომიკოსზე.
1
ტაბლოიდები წერენ, რომ პიტ დევიდსონი კიმ კარდაშიანმა დედასთან გასაცნობადაც მიიყვანა. ის კიმის ოჯახურ კამპანიაში თავს თავისუფლად გრძნობდა და შეძლო, ყველა კარგ ხასიათზე დაეყენებინა.
კიმი ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან განქორწინების შემდეგ, ახალი ურთიერთობებისგან დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს. როგორ ჩანს, ის ამისთვის მზად არ იყო, თუმცა პიტმა მოახერხა მისი გულის მოგება.
<div>New layer...</div>