კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ წელს ქორწინების 10 წლისთავი აღნიშნეს. როგორც ცნობილია, წყვილს შორის რომანი შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო და საზოგადოება ელოდა, რომ 2005 წელს, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პრინცი უილიამი ქეით მიდლტონს დაუსვამდა სანუკვარ კითხვას, მაგრამ მომავალი მემკვიდრის დაქორწინებას არ ჩქარობდა.
პრინცი ჩარლზი ხუმრობდა, რომ ქეითს და იულიამს დაოჯახებისთვის „ვარჯიში“ დიდხანს გაუგრძელდათ. ამასთანავე, ისინი ძალიან წუხდნენ, როგორ გაგრძელდებოდა მონარქია ბრიტანეთში უილიამის დაქორწინების შემდეგ.
რატომ არ დაქორწინდა უილიამი ქეითზე უფრო ადრე? თავის წიგნში „სამეფო საქმის წარმოება“, სამეფო ექსპერტი, კეტი, ამტკიცებს, რომ მისმა უმაღლესობამ დადო პირობა, რომ უილიამს არ აიძულებენ დაქორწინებას, სანამ ის თავად არ იქნებოდა მზად ამისათვის.
ავტორის თქმით, უილიამს გადაწყვეტილი ჰქონდა, არ გაემეორებინა მშობლების შეცდომები, რომელთა ქორწინება წლების განმავლობაში გაუგებრობისა და ჩხუბის შემდეგ დაინგრა:
„მან იცოდა, რომ მამამისი იძულებული გახდა დაქორწინებულიყო დაიანაზე, რადგან ის შესაფერის პატარძლად ითვლებოდა. მას არ სურდა ამგვარ ზეწოლას დამორჩილებოდა და პირობა დადო, რომ საკურთხევლისკენ გზას მაშინ დაადგებოდა, როცა ნამდვილ სიყვარულს იპოვიდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პრინცი აღნიშნავდა, რომ ქეითზე დაქორწინებას ჯერ არ აპირებდა, რის გამოც ქეითს არცთუ სასიამოვნო მეტსახელი შეარქვეს, თუმცა, პრინცი მიხვდა, რომ მის მიდლტონი ნამდვილად იყო მისი ნამდვილი სიყვარული, რომლისთვისაც სურდა, გარდაცვლილი დედის ბეჭედი ეჩუქებინა: „ეს არის დედაჩემის ნიშნობის ბეჭედი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქეითი ჩემთვის განსაკუთრებულია. დედაჩემი ქორწილის დღეს ჩემთან არ იქნება, მაგრამ ეს ბეჭედი მაგრძნობინებს მის სიახლოვეს.“
10-წლიანი ქორწინების შემდეგ, დღეს მათ სამი შვილი ჰყავთ და ისინი კვლავ ისე ასხივებენ სიყვარულს, როგორც ქორწილის დღეს.