სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.

ამჯერად მარიამი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და გამომწერებისგან, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „აი, ესაა სრულყოფილება, ანგელოზი ხარ“, „ულამაზესი გოგო“, „სასწაული ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“. თავად მარიამმა კი გამომწერებს მიმართა და დაწერა, რომ საკუთარი ტანსაცმლის გაჩუქებას გეგმავს, მან განმარტა ისიც, რომ საჩუქრებს საკუთარ გამომწერებს გაუკეთებს: „ვისაც ვუყვრვარ და ყურადღებას იჩენს, კომენტარით თუ ლაიქით, მეც მინდა, რომ პატივი ვცე... აბა, სულელი ხომ არ ვარ, ვისაც არ მოვწინვარ, ისინი ვასაჩუქრო“ - წერს მარიამ შუკაკიძე.

