ნანუკა ჟორჟოლიანი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებს მიმართავს, როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას ფილერმა სახის ფორმა შეუცვალა და აინტერესებს, მოსწონთ თუ არა ეს მის გამომწერებს:
„მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ფილერთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ სახის ფორმა მნიშვნელოვნად შემიცვალა. რადგან ამ ფილერის დაშლა შეიძლება, ამიტომ მინდა ვიცოდე, თქვენ რას ფიქრობთ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ? ვერ ჩამომიყალიბდა აზრი, მომწონს თუ არა და თქვენი აზრი რომ მომწეროთ“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.