„როგორ მომწონს ეს გოგო თავისი გამოხედვით, რომელიც ხაზს უსვამს მის დახვეწილ ქალურობას...“ - ეკა ამირეჯიბის ახალი ფოტოები, რომლებმაც გამომწერების აღფრთოვანება გამოიწვია - Marao

„როგორ მომწონს ეს გოგო თავისი გამოხედვით, რომელიც ხაზს უსვამს მის დახვეწილ ქალურობას...“ - ეკა ამირეჯიბის ახალი ფოტოები, რომლებმაც გამომწერების აღფრთოვანება გამოიწვია

2021-11-24 12:14:44+04:00


ეკა ამირეჯიბი ტელეწამყვანი და მსახიობია, რომლის მიმართაც გულშემატკირები კომპლიმენტებსა და დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ეკა პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი წამყვანია, ბოლოს დროს ხშირად აქვეყნებს კადრებს კულისებიდანაც. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ეკას მიერ ბოლოს გაზიარებულმა ფოტოებმა, სადაც მას წითელი კაბა აცვია: „როგორ მომწონს ეს გოგო თავისი ნიჭიერებით, სიტყვა-პასუხით, გარეგნობით და, რაც მთავარია, გამოხედვით, რომელიც ხაზს უსვამს მის დახვეწილ ქალურობას...“, „ულამაზესი ეკა“, „სუპერ გოგო ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.