ყველასთვის საყვარელი მსახიობი, პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი, ქეთი ჩხეიძე ტელეეკრანებსა და თეატრის სცენაზე ხშირად ჩანს და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ქეთიმ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა:
„უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი. თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ისე ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და გავშორდით. ის საუკეთესო მამაა და აქტიურადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში.
ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს ფიქრისა და განსჯის შედეგად არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა, სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები. სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს“ - ამბობს ქეთი ჩხეიძე.