ცოტა ხნის წინ, მსოფლიოში ცნობილი ორი ვარსკვლავის „ინსტაგრამი“ სკანდალების გალერეად იქცა. ბრიტნი სპირსიმ და მადონამ გადაკვეთეს ხაზები და გამომწერებს აჩევენს, რომ, ასაკის მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია. რამდენიმე კვირის წინ ბრიტნი საბოლოოდ გათავისუფლდა მამის მეურვეობისგან, რამაც მას დიდი სიხარული მოუტანა, ამიტომ კამერების წინ მისი გაშიშვლება, ცეკვა და მხიარულება არავის გაკვირვებია. ამის პარალელურად, დიდი განხილვა მოჰყვა მადონას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს - რა ამოძრავებს 63 წლის მომღერალს, როცა სოციალურ ქსლეში ეპატაჟურ და ვულგარულ კადრებს აქვეყნებს?
მადონამ 1990-იან წლებში დაბრუნება გადაწყვიტა და ის სცენა გაიმეორა, როცა პოპულარობის ზენიტში იყოთაყვანისმცემლებს ეს დაბრუნება ცოტათი უადგილო ეჩვენებათ, რადგან როცა 32 წლის ხარ, ეს ყველაფერი ბუნებრივი და მომხიბვლელია, მაგრამ როცა 63 წლის ხარ...?
”სილამაზე მიზნის გარეშე იგივეა, რაც სილამაზე სათნოების გარეშე, მაგრამ ყველა ლამაზ ნივთს აქვს თავისი მიზანი, მიიყვანოს ყველა, ვინც მას უყურებს, ამაღლებულ აზრებამდე“, - წერს მადონა თავის ფოტოებში მერი ოლივერის ციტირებით. "ანგელოზი მიყურებს", - განმარტა ვარსკვლავმა და მიანიშნა საწოლის ზემოთ ფრთიანი ბავშვის ფიგურაზე. "იყურება და ტირის" - აღშფოთდნენ ინტერნეტმომხმარებლები. მადონას მგზნებარე თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული არიან მისი გამბედაობით, სხვები კი აკრიტიკებენ მას ზედმეტი სიშიშვლისა და რელიგიური წინააღმდეგობის გამო.
კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც მადონას გამომწერების ყურადღება მიიქცია, ესაა მისი ხელი. კარგად დამუშავებული ფოტოს მარტივად შეამჩნევთ ხელს, რომელიც მომღერლის სხეულის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, სულაც არ გამოიყურება ახალგაზრდულად. „ხელზე ფოტოშოპი დაავიწყდათ?“ - წერენ „ინსტაგრამზე“.