სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ ბევრი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს, დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი ორ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.
ამჯერად მარიამ შუკაკიძე გამომწერის კითხვას პასუხობს და მეუღლის, დავით ბოლქვაძის შესხაებ წერს: „ჩემთვის ეს ადამიანი გამოირჩევა იმით, რომ არის იდეალური. პირველ რიგში ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს ჩემ მიმართ. შეუძლია, დღეში მილიონჯერ მითხრას - „რა ლამაზი ხარ“, „ მიყვარხარ...“ მისთვის მთავარი ოჯახია და ყველაფერს აკეთებს, რომ ბედნიერები და უზრუნველყოფილები ვიყოთ. ცდილობს, რომ ყველას დაეხმაროს. იშივიათია ადამიანი, რომელშიც უამრავი დადებითია გაერთიანებული + სასწაული გარეგნობა. მადლობას ვუხდი უფალს, რომ ის ჩემი მეორე ნახევარია, ჩემი შვილების მამა და ჩვენი უდიდესი იმედი“ - წერს მარიამ შუკაკიძე.