ულამაზესი ტორტი და სადღესასწაულო დეკორაციები - როგორ აღნიშნა თამო ვაშალომიძემ შვილის დაბადების დღე - Marao

ულამაზესი ტორტი და სადღესასწაულო დეკორაციები - როგორ აღნიშნა თამო ვაშალომიძემ შვილის დაბადების დღე

2021-11-29 11:16:51+04:00


ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. სულ ცოტა ხნის წინ თამომ ოჯახთან ერთად ევროპაში იმოგზაურა და ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.

ამჯერად თამო ვაშალომიძე და აკა სამხარაძე შვილის, მაქსიმეს იუბილეს აღნიშნავენ და ოჯახურ კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. მაქსიმე ერთი წლის გახდა, მშობლებმა კი მას ეს დღე სადღესასწაულო დეკორაციებითა და ტორტით გაულამაზეს. „ჩვენი სიყვარული ბიჭი დღეს 1 წლის გახდა. უბედნიერესი ვარ, რომ შენი დედა მქვია, ძალიან მიყვარხარ” - წერს თამო ვაშალომიძე.