რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველასთვის საყვარელი მსახიობი კოტე თოლორდავა გულის შეტევით გარდაიცვალა. მაშინ კოტეს მეუღლე განო მელითაური მესამე შვილზე იყო ორსულად. წყვილს ორი შვილი, ტასო და თარაში უკვე ჰყავდა, პატარა ლოლიტა ქვეყანას მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა. მოგვიანებით განომ მეორედ იქორწინა რჩეულზე, კახა გაგნიძეზე. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.
ამჯერად განო მელითაური „ინსტაგრამზე“ უფროს შვილთან, ტასოსთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: „ტასოს კორონაც დასრულდა“ - წერს ის. როგორც ჩანს, მიუხედავად გადატანილი ავადმყოფობისა, დედა-შვილი კარგ განწყობაზეა და დროს ერთად სასიამოვნოდ ატარებს.