2021 წლის დასრულებამდე თვეზე ნაკლები რჩება და დროა, ნელ-ნელა გასული წლის შეჯამებაც დავიწყოთ. 2021 წელს სოციალურ მედიას ათობით ახალი ცნობილი სახე შემოემატა, ზოგი მაყურებლის განხილვის საგანი გახდა, ზოგმა კი კრიტიკა და ბევრი მოწონებაც დაიმსახურა. ნახეთ 5 ყველაზე განხილვადი ქართველი სელებრითი, რომლებსაც წელს სოციალურ ქსელებში მუდამ ხედავდით.
ალექსანდრა პაიჭაძე
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე 2021 წლის განხილვადი ცნობადი სახე იყო, მოდელი საზოგადოების ყურადღებას მთელი წლის განმავლობაში იქცევდა და ახლაც ყურადღების ცენტრშია.
ალექსანდრა მისი მომხიბვლელობით, შარმითა და საინტერესო პირადი ცხოვრებით პრესის ინტერესის საგანიც გახდა და სოციალურ ქსელში მასზე დღემდე ხშირად საუბრობდნენ.
ალექსანდრა უკვე ორი შვილის დედაა, მოდელმა სულ რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა. მოდელს გოგონა, ვიქტორია ეყოლა. ის ორ შვილს ზრდის, თავს უვლის და გამომწერებთან საუბრისთვისაც პოულობს დროს.
ნუცა ბუზალაძე
მომხიბვლელი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართველი ხალხისთვის ყოველთვის საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ცნობილი სახე იყო. ნუცა თავის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს, მომღერალი გამომწერებს და სრულიად საქართველოს მხოლოდ იმ მცირე დეტალებს უზიარებს, რომელიც თვითონ უნდა, დანარჩენი მომღერლის ცხოვრებიდან უცნობია.
ნუცას პირადი ცხოვრება, მოგზაურობები და მიზნები საიდუმლოა, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს რომ მომღერალი არასდროს ჩერდება, თავისი თავის განვითარებისთვის ბევრს შრომობს, აქტიურად მღერის, ვარჯიშობს და უფრო ფართო მასშტაბიანი წარმატების გზას უმიზნებს.
თამო ვაშალომიძე
ყოველთვის განხილვადი და მუდამ ყურადღების ცენტრშია მოდელი თამო ვაშალომიძე, რომელიც არა მარტო 2021 წლის არამედ წინა წლების განხილვადი ცნობილი სახეც გახლავთ.
თამო ერთი წელია დაოჯახდა, მოდელს მეორე ნახევართან პატარა ბიჭიც შეეძინა, თამო, აკა, სოფია და პატარა მაქსიმე ბედნიერად ცხოვრობენ. მოდელი თავისი ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპებს გამომწერებს მუდამ უზიარებს და დროდადრო საინტერესო ექსპერიმენტებით ხალხის ყურადღების ცენტრშიც ექცევა.
ფოტოსესია პოლიეთილენის პარკებით, სულ თეთრი სამოსი და ბრჭყვიალა კაბები თამო ვაშალომიძე განხილვადი ქართველი სელებრითების რიგებს არ თმობს.
თი მაჭავარიანი
არანაკლებ ცნობილი, განხილვადი და საინტერესო იყო თი მაჭავარიანი 2021 წელს. ინფლუენსერი სოციალურ ქსელში აქტიურად ჩანდა, დღემდე აქტირუად ჩანს და გამომწერებს თავისი ცხოვრების დეტალებს უზიარებს. თი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს, რამაც ინფლუენსერის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.
მთელი წლის განმავლობაში თის ცხოვრებით ასობოთ ადამიანი დაინტერესდა, ტიკ-ტოკერის არა მარტო ინფლუენსერული კარიერა, არამედ პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გახდა ინტერესის საგანი. თი ახლა თავის მთელ დროსა და ენერგიას პროექტში დებს და გამარჯვებისთვის მთელი მონდომებით იბრძვის.
მარი ნაკანი
ჩვენი სიის ბოლო ადგილს ფოტოგრაფი მარი ნაკანი იკავებს, რომელმაც 2021 წლის განმავლობაში სოცულურ ქსელებში ხალხის ყურადღება არაერთხელ მიიპყრო.
წელს ფოტოგრაფი საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად გაიცნო და მარიმ გამომწერების დიდი რაოდენობაც დააგროვა. ნაკანი თამამი განცხადებებით, პოსტებითა და საინტერესო კონტენტით გამოირჩევა, გამომწერებს კი მისი სტილი მოსწონთ და ნაკანი განხილვადი ქართველი სელებრითების სიაში უცვლელად რჩება.