ახალი წელი ახლოვდება, თქვენ წინასწარ უნდა მოემზადოთ წლის ყველაზე ჯადოსნური ღამისთვის და აირჩიოთ ყველაზე ლამაზი კაბა. სეზონური ფასდაკლებები და საახალწლო შემოთავაზებები ბევრ ქალს აბნევს, ამიტომ ქვემოთ წაიკითხავთ, როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური კაბა.
ვერძი
ვერძს ყოველთვის სურს, ყურადღების ცენტრში იყოს, ამიტომ კაბის არჩევამდე, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რომელი ფერი იქცევს ყველაზე მეტად ყურადღებას? პასუხი ერთია - წითელი. თქვენთვის იდეალური ახალი წლის რამეს სწორედ წითელი კაბა იქნება.

კურო
კუროს უხდება ნაზი კაბები, რომლებიც მას ნამდვილი პრინცესად აქცევს. მათ ძალიან უყვართ ის, რაც ხაზს უსვამს მათ ქალურობასა და ჰარმონიულობას. სწორედ ამიტომ, დახვეწილი, სადა, თუმცა ძალიან გამორჩეული კაბა თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ტყუპები
გახსოვთ პრინცესა ტიანას კაბა ფილმიდან პრინცესა და ბაყაყი? მსგავსი სტილისა და ფერის კოსტიუმები შესანიშნავია ტყუპებისთვის. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ არჩეული მოდელი ქუსლიან ფეხსაცმელს უნდა უხდებოდეს - ეს თქვენი განუყოფელი შტრიხია.

კიბო
კრემისფერი კაბა კირჩხიბისთვის არის ის, რაც მას ახალ წელს გაულამაზებს. ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე მეტად აფასებს სინაზეს. ასე რომ, ახალი წლის ღამეს ასეთ კაბაში თავს საუკეთესოდ იგრძნობთ.

ლომი
ლომისთვის საკმარისია, მისი კაბა ბზინავდეს, ეს მას ნამდვილ დედოფლად აქვეცს და ახალი წლის მთავარ გმირად წარმოაჩენს. თუკი კაბას სადა სამკაულსაც დაუმატებს, სრულყოფილ შედეგს მიიღებს.

ქალწული
ქალწულები, ლომების მსგავსად, მიჩვეულები არიან, გამოირჩეოდნენ დანარჩენისგან. მაგრამ მათთვის სისადავეც მნიშვნელოვანია, ამიტომ, საუკეთესო არჩევანი შავი კაბაა, რომელიც მათ ფიგურას იდალურად გამოკვეთს.

სასწორები
სასწორებისთვის იდეალურია კაბა, რომელიც მოდის ბოლო გამოძახილია, სასწორებს უყვართ, როცა მათ მოდურ, ტრენდულ ადამიანებად აღიქვამენ, ამიტომ ახალი წლის ღამესაც რომელიმე ბრენდის უახლეს მოდელს უნდა ატარებდნენ.

მორიელი
სავარაუდოა, რომ მორიელები აირჩევენს ღრმა დეკოლტეს მქონე კაბას, რომელიც ხაზს გაუსვამს მათ თავხედურ ხასიათს. ისინი ხომ არიან რკინის ქალბატონები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში აღწევენ მიზანს.

მშვილდოსანი
კომუნიკაბელური და მხიარული მშვილდოსნისთვის შესაფერისია მრავალფეროვანი კაბა. ასეთი გოგოები ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ და ნათელი, ფერადი კოსტიუმები დაეხმარება მათ ამის მიღწევაში.

თხის რქა
თხის რქები ბუნებით მოუთმენლები არიან, მაგრამ საახალწლოდ მათი ჩაცმულობა, პირიქით, თავშეკავებული უნდა იყოს. ჩვენ გირჩევთ კლასიკას - შავი ან თეთრი და, რაც მთავარია, ნაკლები აქსესუარი.

მერწყული
ლურჯი კაბა არის ის, რაც ყველა მერწყულს უნდა ჰქონდეს. ახალ 2022 წელს მათ დასჭირდებათ გრძელი კაბა, რომელშიც ზოდიაქოს ეს ნიშანი თავს ყველაზე ლამაზად, ნაზად და ჰაეროვანად იგრძნობს თავს.

თევზები
რომანტიკული თევზები აუცილებლად აირჩევენ დელიკატურ თეთრ კაბებს. და თუ მოგეჩვენებათ, რომ თეთრი კაბა ძალიან მოსაწყენია, მაშინ ყურადღება მიაქციეთ დეკოლტეს. ღრმა დეკოლტე ახალი წლის ღამეს თევზებისთვის საუკეთესო გადაწყვეტა იქნება.
